ჟურნალის შესახებ

ქართული კულტურა უძველესია, ხოლო მისი ნაციონალური ტრადიციები საკმაოდ ცხოველმყოფელი. უკვე 1912 წელს საქართველოში გაჩნდა პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი (1200 მეტრი), რომელიც ოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა გადაიღო და ამით აღბეჭდა გამოჩენილი ქართველი პოეტის აკაკი წერეთლის საქართველოს სოფლებში მოგზაურობა. ფილმი შემონახულია და მასში არის შესანიშნავი კადრების მთელი წყება.

ჟორჟ სადული

ბევრი ქვეყანა მოკლებულია ამ ბედნიერებას - კინემატოგრაფის არსებობის ასწლიან გზას, იმ წარმატებებს და იმდენ ნიჭიერ ხელოვანს, ჩვენ რომ გვყავს. მართალია, ქართულ კინოს დღეს ძალიან უჭირს, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამ რთულ პირობებშიც კი ცდილობს იცოცხლოს და წარმატებებს მიაღწიოს, - ახერხებს კიდეც.

ალბათ, ძალიან ბევრის გახსენება შეიძლება კინოპროცესის ასწლიანი გზის გამო. დღევანდელი, დამაიმედებელი სინამდვილის საფუძველს გვაძლვს ის, რომ კულტურის სამინისტრო, კინოცენტრი, კინემატოგრაფისტთა კავშირი, სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმი”, კინოსტუდიები თუ კომპანიები “რემკა”, “დამოუკიდებელი კინოპროექტი”, “სანგუკო” და სხვა, აგრეთვე, კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი და კულურული ინიციატივების ფონდი „ნატო“. ყველა ერთად ქართული კინოს მომავალს ემსახურება, მათ შორისაა ჟურნალი კინოLumiere

ყველას, ქართული კინოს მაყურებელს, თვით კინემატოგრაფისტებს, ჩვენში და საზღვარგარეთ მოღვაწე სახელოვან თანამემამულეებს და საერთოდ ქართული კინოს მოყვარულ ადამიანებს ვუძღვნით ჩვენი ჟურნალის ყველა ნომერს.

  • საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კულტურული ინიციატივების ფონდი “ნატო”

 



















საწყისი | ჟურნალის შესახებ | ახალი ნომერი | ძველი ნომრები | რედკოლეგია | კონტაქტი | For Our Foreign Readers   
კულტურული ინიციატივების ფონდის "ნატოს" და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ჟურნალი
Copyright © 2010. All Rights Reserved
6623 ვიზიტორი